ადმინისტრაციული ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;
  • საჭიროების შემთვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;
  • უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
  • ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;
  • დაამყაროს კომუნიკაცია სარეკლამო კომპანიებთან მარკეტინგული სახარჯი მასალების, სავიზიტო ბარათების შესაკვეთად და ავტომობილების ბრენდირების მიზნით;
  • შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუსაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.