ბუღალტრის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი კასატრეიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
"კასატრეიდი" ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

"კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე

მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ :
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით
  • სავალდებულოა RS_თან მუშაობის და რომელიმე ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (FMG)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word)

ფუნქცია-მოვალეობები :
  • შესყიდვების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში, სისწორის მონიტორინგი
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, რეალიზაცია)
  • დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი, შედარებები კომპანიებთან;
  • მარაგების ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, სისწორის მონიტორინგი
  • მთავარი ბუღალტრის მიერ სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება

რას გთავაზობთ:
  • კომფორტულ ოფისს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
  • თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
  • საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@casatrade.ge