ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი კატევე დეველოპმენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიისთვის „კატევე დეველოპმენტი“  „ხარჯთაღმრიცხველის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია -მოვალეობები:
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოთა მოცულობის განსაზღვრა.
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • პროექტებიდან მასალების ამოკრეფა და განფასება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სასურველის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • Excel -ის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

პიროვნული თვისებები:                  
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პერსონალის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 მაისი, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : hr@ktw.ge, სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ხარჯთაღმრიცხველი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
შ.პ.ს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!.