ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

თბილისი DHL
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
ტენდერის აღწერილობა: 
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე. 
მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება. 
დაზღვეულთა რაოდენობა: 300+ 
შპს ჯორჯიან ექსპრესი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში. 


ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში: 
  • თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 21 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე); 
  • ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე) თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა; 
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო ორი პაკეტი ერთი მინიმალური ღირებულების სადაზღვევო პაკეტი ( 45 ლარიანი ინდივიდუალური (მხოლოდ თანამშრომლის და/ან შვილი 21 წელს ზემოთ დაზღვევა) და 125 ლარიანი საოჯახო (თანამშრომელი + მეუღლე + შვილები (რაოდენობა შეუზღუდავად) და მეორე სადაზღვევო პაკეტი შედარებით მაღალი ღირებულების (100% და 90%-იანი დაფარვით). მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის. 
  • საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (21 წლამდე). 
  • ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების (მათ შორის ქრონიკული დაავადებები) და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის. 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
  • სრულად შევსებული თანდართული Excel-ის დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე; იმ შემთხვევაში თუ excel-ის ფაილში ჩამოთვლილ მომსახურების სია არ ასახავს სრულად თქვენ მიერ შემოთავაზების წინადადებას, გთხოვთ დაამატოთ მომსახურება და შესაბამისი პირობები. 
  • სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; 
  • გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით; 
  • ანგარიშსწორების პირობები; 
  • დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული. 
  • გამონაკლისი შემთხვევებისათვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (გთხოვთ მიუთითოთ თანხა) 
  • ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 
  • შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2024 წ. (18:00-მდე) 
  • სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dhl.ge 
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ: 
ჯორჯიან ექსპრესის HR დეპარტამენტი 
შპს ჯორჯიან ექსპრესი 
სათავო ოფისი, ა. წერეთლის 105, თბილისი 0119 
ტელ.: (+995032) 676060 
ელ. ფოსტა: hr@dhl.ge 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა