ხილ-ბოსტნეულის შესაფუთი საწარმოს მენეჯერი

თბილისი, გარდაბანი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი". 

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნეულის შესაფუთი საწარმოს მენეჯერის  პოზიციაზე. 
სამუშო ადგილი: ივლისის ბოლომდე - გარდაბანი, შემდგომი ეტაპი - თბილისი. 
სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში, ორშაბათი - პარასკევი, შაბათი მონაცვლეობით. 

ხილ-ბოსტნეულის შესაფუთი საწარმოს მენეჯერი პასუხისმგებელია ხილ-ბოსტნეულის შესაფუთი საწარმოს ეფექტურ ფუნქციონირებაზე და მისი მოვალეობები მოიცავს: 
  • წარმოების გრაფიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; 
  • წარმოების და ხარისხის კონტროლის ანალიზი პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად; 
  • პერსონალის მუშაობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, ჩართვა სამუშაოს გაუმჯობესებისთვის; 
  • ხარისხის კონტროლის სტანდარტების განსაზღვრა; 
  • წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა და შესყიდვების დეპ-ში რაოდენობრივი შეკვეთა; 
  • წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური დანადგარების შეკეთებისა და რეგულარული მოვლა-შენახვის ორგანიზება; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ზედამხედველობა; 
  • შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის მონიტორინგი; 
  • პროდუქტის წარმოების ადგილას ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების კონტროლი; 
  • საწარმოო რისკების შეფასება და აღმოფხვრის გეგმის მომზადება; 
  • კომპანიის მენეჯმენტის მიერ დადგენილი ფორმით წარმოების შესახებ სრულყოფილი რეპორტინგის წარმოება; 
  • კანონმდებლობით განსაზღვრული საწარმოო ნორმების და წესების  სრულყოფილი დაცვა საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას; 
  • პასუხისმგებელია სამუშაო ადგილას დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები. 
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნეს ადმინისტრიების მიმართულებით); 
  • წარმოების სფეროში ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი  გამოცდილება;  
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საბაზისო ცოდნა; 
  • Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პოზიტიური და ენერგიული; 
  • გუნდის მართვის უნარი;  
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;  
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • დეტალებისადმი ორიენტირებული; 
  • ინიციატივიანი. 
 
ბენეფიტები:  
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე; 
 
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში, მიღებული განაცხადი არ განიხილება.