ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და მცხეთაში წარმოდგენილ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს ბუღალტერის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 99;
ანაზღაურება: 1500 ლარი
 ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური სტანდარტული ოპერაციების შესრულება;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის რეგულარული დამუშავება, პროგრამაში ასახვა;
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (ინვოისები, ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) მართვა, შენახვა/დაარქივება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!