ედვერთაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი

ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.


არქიში“ ვეძებთ  ედვერთაიზერს და მისი ფუნქციები იქნება:

  • სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და მონიტორინგი;
  • სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი, რეპორტინგი;
  • სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) ქონთენთ სტრატეგიის შემუშავება;
  • ციფრული მარკეტინგის ტრენდებისა და ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და გუნდისთვის წარდგენა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
  • Facebook Business manager-ის ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.


ჩვენ კი გთავაზობთ:

  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.


თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 15 მაისის  ჩათვლით:

http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე