ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს სპეციალისტი

მივლინება: არა ხელფასი: 2394
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ფინანსები(ზოგადი)
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზეეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). 
თანამდებობრივი სარგო: 2 394 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა:  1
სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 

ფუნქციები:
  • ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს საქმიანობის პროცესში ჩართულობა;
  • უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი საქმიანობის ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებთან ანგარიშსწორების წარმოებას; მათ შორის, ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა შესახებ დანიშვნა/განთავისუფლების, შვებულების, მივლინების ბრძანებების, საავადმყოფო ფურცლების  მიღებას, შემოწმებას, გაანგარიშებასა და საანგარიშო თვის დასრულებისას სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (ტაბელის) მონაცემებთან შედარების შემდეგ, გადარიცხვის მიზნით, ხაზინის პროგრამაში ასახვას.
  • უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელისთვის მასზე დაკისრებულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას; 
  • საჭიროების შემთხვევაში ამუშავებს სამმართველოს სხვა დოკუმენტებს;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია განესაზღვროს სხვა ფუნქციაც.
  • სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საკითხების, სტრუქტურული ერთეულისა და უშუალო  ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი  დავალებების შესრულება. 
  • სააგენტოს სტრუქტურული კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
  • საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N 424 ბრძანება. 
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის N46 დადგენილება.

პასუხისმგებლობები:
  • ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა ნორმატიული აქტების, დოკუმენტების მოძიებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
  • ასრულებს სტანდარტულ დავალებებს;

მოთხოვნები: 
  • აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება  საფინანსო მიმართულებით;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • მინიმუმ ერთი რეკომენდატორი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV (ქართულ ენაზე) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge 
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.