კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურება;
  • კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
  • კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
  • იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
  • კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Excel ცოდნა;
  • სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 14  მაისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/