ვენტილაციის ინჟინერ/პროექტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ელსაიდი
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 5000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)

ელსაიდის გუნდი ეძებს მოტივირებულ ინჟინერ პროექტანტს ვენტილაციისა და სახანძრო ვენტილაციის მიმართულებით. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც მათ ექნებათ მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - საინჟინრო ან სამშენებლო მიმართულებით;
  • CAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება : 1 წელი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • დასაქმებული შეასრულებს კომპანიის მიმდინარე პროექტებში ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების პროექტირებას;
  • პროექტირების პროცესში გამოიყენება საქართველოში მოქმედი ნორმები და სტანდარტები, ასევე კონკრეტული საპროექტო ობიექტისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნორმები.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • როგორც გუნდური ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მუდმივი განვითარების სურვილი;
  •  სიახლეებისადმი მიმღებლობა;

 

დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) განისაზღვრება 3000-დან 5000 ლარის ოდენობით (დამოკიდებულია აპლიკანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე).


კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებები, შესაბამისად კომპანია ელსაიდი ღიად და დეკლარირებულად ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, რაც გათვალისწინებულია კომპანიის შინაგანაწესითა და შესაბამისი პოლიტიკებით.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: hr@elside.ge გთხოვთ დასახელების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!


გისურვებთ წარმატებას!