ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო)
  • ბრენდ მენეჯერებთან კოორდინაციით უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, მათ შორის გრუპაჟული ტვირთების
  • იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება
  • პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა
  • საბაჟო პროცედურების კონტროლი
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი)
  • ლოჯისტიკის სფეროში 2 წლიანი გამოცდილება. საერთაშორისო ლოგისტიკურ პროცესების მართვაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესოდაბ;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ საბონუსე სისტემა)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge ;
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.