საკრედიტო მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია? 
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით! 
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად! 
ამჟამად ჩვენ საკრედიტო მენეჯერს ვეძებთ ქუთაისში. 
  
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბანკის არსებულ კლიენტების საკრედიტო პორტფელის ზრდა და მართვა; 
  • ბანკის არსებულ კლიენტებზე საბანკო და არასაბანკო პროდუქტების მოხმარების მოცულობის და ინტენსივობის გაზრდა; 
  • დაკისრებული გეგმის შესრულებაზე ყოველდღიური ზრუნვა; 
  • კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება; 
  • საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ბანკში არსებული ტარიფებისა და სტანდარტების შესაბამისად; 

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საბანკო სფეროში კლიენტების მოზიდვა/მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 6  თვიანი გამოცდილება; 
  • უპირატესობა  მიენიჭება საბანკო პროგრამების: B6 და LMS ცოდნას; 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; 

პიროვნული უნარები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. 
 
  
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.