სტაჟიორი IT განყოფილებაში

თბილისი სტაჟირება ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი IT განყოფილებაში 
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ 
სამუშაო გრაფიკი : სრული 
შპს ’’ავერსის კლინიკა“ აცხადებს სტაჟიორის  ვაკანსიას IT განყოფილებაში. 
 
 
ძირითადი მოვალეობები :  
  • ორგანიზაციის ობიექტებში კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის  მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება; 
  • ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა; 
  • თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო). 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:  

  • სასურველია  პროფესიული ან უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; 
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
  • ოპერაციული სისტემების ცოდნა; 
  • სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია. 

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: სტაჟიორი IT განყოფილებაში იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.   

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30/04/2024 
 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.   
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
https://www.aversiclinic.ge/