სქრამ მასტერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას სქრამ მასტერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • გუნდების სქრამ ფრეიმვორკით მუშაობის უზრუნველყოფა, რათა გუნდმა შეძლოს საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შექმნა საბოლოო მომხმარებლისთვის;
  • გუნდში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესში ჩართულობა და მათთვის სქრამის თეორიის და პროცესის გაცნობა;
  • გუნდის მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს შეთანხმებული პირობას (Definition of Done);
  • გუნდების ეფექტური მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა კომპანიის შესაბამისი რგოლების ჩართულობით;
  • გუნდის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე (ფორმირების ეტაპი, შტორმის ეტაპი, ნორმირების ეტაპი და მაღალი პერფორმანსის ეტაპი) მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გუნდის პერფორმანსზე მუდმივი დაკვირვება, ანალიზი, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
  • გუნდებისა და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებისა და პრიორიტეტების გარკვევა ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით;
  • კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა: არსებული კონფლიქტების მოგვარება როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთ;
  • გუნდის თითოეული წევრის საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • HR დეპარტამენტთან თანამშრომლობა სქრამ გუნდის წევრების სწორად, დროულად და ეფექტურად დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად;
  • სქრამ ფრეიმვორკით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • რამდენიმე სქრამ გუნდთან პარალელურად მუშაობა და თითოეულის საუკეთესო პრაქტიკების სხვა გუნდებში გაზიარება;
  • Agile ინსტრუმენტებთან და ტექნიკებთან მუშაობა, მათ შორის სპრინტის დაგეგმვა და რეტროსპექტივები;
  • კომპანიის მასშტაბით ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვაში ჩართულობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • Scrum მასტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Agile/Scrum პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა და Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Microsoft Azure) ჩაითვლება უპირატესობად;
  • Scrum Master სერტიფიკატების პირველი დონის (CSM, PSM I) ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარები.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სქრამ მასტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/