ტექნიკური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო ტექნიკსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება და სპეცტექნიკის რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; აგლაძის #32
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ავტომობილების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და დირექტორის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • კონკურენტული და განსხვავებულ სახელფასო დანამატები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ტექნიკური მენეჯერი).
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16 მაისი, 2024 წ.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !