უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

თბილისი სრული განაკვეთი Connect Group Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 10000
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
Connect Group - თქვენი მთავარი გზამკვლევი უძრავი ქონების სფეროში! 

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებელს  სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და მათ ნებისმიერ სურვილს რეალობად ვაქცევთ. უძრავი ქონების ყიდვისას ან ქირაობისას  Connect Group-ი თითოეულ ეტაპზე სანდო პარტნიორია! 

ჩვენი მიზანია უძრავი ქონების ინდუსტრიაში გავზარდოთ სტანდარტები და მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება, რადგან ჩვენი გუნდი ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციურ მიდგომებზე. 


Connect Group - აცხადებს ვაკანსიას „უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის“ პოზიციაზე. 
თუ ხარ,ამბიციური, მოტივირებული,  საქმეზე ორიენტირებული, თავდაჯერებული და არ უშინდები სირთულეებს,გინდა შენი ანაზღაურება შენი შრომის შესაბამისი იყოს, მაშინ ეს ვაკანსია არის შენთვის ჩვენ შეგასწავლით საქმეს ადგილზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

Facebook -  https://shorturl.at/DFM58 
Instagram - https://shorturl.at/vFGJ6 
TikTok - https://shorturl.at/xVYZ2 
 
სამუშაო ადგილი: ჩუღურეთი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 

სამუშაო დრო: 6 სამუშაო დღე (ორშაბათი- პარასკევი 11:00-19:00)  შაბათი   (11:00-16:00) 

ანაზღაურება: მზარდი საბონუსე სისტემა 55%-დან. (საშუალოდ 1000 ლარიდან - 10 000 მდე) 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პოტენციურ და უკვე არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია; 
  • კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; 
  • უძრავი ქონების მონაცემთა ბაზების გაფართოება 
  • გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება; 
  • მოძიებული ქონების საიტებზე განთავსება; 
  • შეხვედრების ჩანიშვნა და დაგეგმვა; 
  • შეხვედრებზე გასვლა (უძრავი ქონების ლოკაციებზე). 
 
ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 
  • იურიდიული და ბუღალტრული მხარდაჭერა; 
  • მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა; 
  • კომფორტული სამუშაო სივრცე; 
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; 
  • ულიმიტო სასაუბრო დრო; 
  • თითოეული აგენტისთვის ინდივიდუალური ლეპტოპი; 
  • ხელმძღვანელთა მუდმივ მხარდაჭერას; 
 
პიროვნული თვისებები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ორგანიზებულობა;  
  • შრომისმოყვარე;  
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;  
  • პუნქტუალური;  
  • ენერგიული;  
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
 
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის 
მისამართზე: Connectgroupgeorgia@gmail.com 
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 568 57 54  58