გაყიდვების კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი Asbc
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმში, კომპანია "iSpace" აცხადებს  გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას.
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელია საქართველოში.

თუ გინდა:
  • დასაქმდე საერთაშორისო ორგანიზაციაში
  • გახდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple პროდუქტების ექსპერტი 
  • გქონდეს წვდომა Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმასთან
  • იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდებთან
  • შეისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და გახდე პროფესიონალი
  • გქონდეს კარიერული ზრდის ფართე არეალი და უნიკალური შესაძლებლობა
  • ჩაერთო თანამშრომლებზე გათვლილ ლოიალურობის პროგრამაში
  • გქონდეს დაზღვევა და სხვა ბენეფიტები
  • გქონდეს მაღალი ანაზღაურება, რომელიც არ არის შეზღუდული და მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული მისი მოცულობა
  • იმუშაო პროფესიონალებთან ერთად

გსიამოვნებს გაყიდვები და შეგიძლია მომხმარებელთან უცხო ენაზე კომუნიკაცია? 
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის! 

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა მომსახურება
  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის განლაგება Apple სტანდარტების შესაბამისად

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დისციპლინირებულობა

გაინტერესებს როგორი იქნება შენი სამუშაო გარემო? მარტივად შეგიძლია ნახო აქ: https://ispace.ge/vr-shop
სამუშაო რეჟიმიც დაგაინტერესებთ:
  • განაკვეთი - სრული.
  • ვმუშაობთ კვირაში 5 დღე (40 საათი) 2 დღე ვისვენებთ! 

ჩვენთან ანაზღაურება ფიქსირებულია, ხოლო საბონუსე სისტემა შეუზღუდავი! 

თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: l.mzhavia@asbc.ge სათაურის ველში მიუთითე - "iSpace გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი".