შპს „ინტრაკო ნუტრიშენი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე შინაური ცხოველების საკვების იმპორტიორ კომპანიას.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www. intraco.ge
სამუშო პირობები:
- ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით
- დასვენება: კვირა
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
- სამუშაო ადგილი - ზემო თელეთი. ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე.
- ანაზღაურება: 2000-2500 ლარამდე, ბონუსების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა;
- პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით წინასწარ განასზღვრულ ობიექტებზე;
- წინასწარ განსაზღვრულ ობიექტებზე მიტანილი ტვირთის დაცლა, საჭიროების შემთხვევაში უკან ტრანსპორტირება;
- სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
- მინიმალური განათლება: საშუალო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია, სასურველია C კატეგორია;
- მანქანის მართვის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;
- პიროვნული მახასიათებლები: ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა, გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრანსპორტირებას მეტროსადგურ ისანის მიმდებარე ტერიტორიიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე - info@intraco.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი-დისტრიბუტორი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 592770570