ხელოსანი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)
ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ ხელოსანს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • დასრულებული საცხოვრებელი პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • პრობლემის იდენტიფიკაცია და მისი აღმოფხვრა;
  • ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო სარემონტო მასალების განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე