მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
 საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს ვაკანსიას თბილისში მძღოლის თანამდებობაზე 

პირობები:
  • ანაზღაურება  1000-1200 ლარი
  • სამუშაო განკვეთი - სრული

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • მართვის გამოცდილება (  B კატეგორია )
  • მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. 

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალურობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • შრომისმოყვარეობა 
  • გუნდურობა 
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

მოვალეობები:
  • განახორციელოს, შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით.
  • მიიღოს მონაწილეობა უშუალო დისტრიბუციის პროცესში.
  • აკონტროლოს ავტომობილის ტექნიკური მხარე და  გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ჯგუფს.
  • გააკონტროლოს საწვავის წვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  Hr@mziuri.com.ge  შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  „მძღოლი“.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."