გალენური წარმოების ფარმაცევტის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ნეოფარმი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
სამედიცინო: ფარმაცია
შპს  "ნეოფარმი " აცხადებს ვაკანსიას  წარმოებაში ,, გალენური წარმოების ფარმაცევტის თანაშემწე” -ის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1  საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება; 
ანაზღაურება: 1200 ლარი;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა განყოფილებაში;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • საწყობიდან გამოწერილი სუბსტანციების მიღება წონების კონტროლით;
  • სითხოვანი, რბილი წამლის ფორმების (ნაყენი, სიროფი, მალამო, კრემი, პასტა, გელების, ხსნარი, წვენი) პასტილების, ექსტრაქტების წარმოება ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ რეგლამენტის დაცვით;
  • განყოფილებაში არსებული აპარატურის მონიტორინგი და კონტროლი;
  • წარმოების დაწყების წინ და წარმოების დასრულების შემდეგ გამოყენებული ჭურჭლის დასუფთავება ინსტრუქციის მიხედვით;
  • მცენარეული ნედლეულის მომზადება გალენური პრეპარატების წარმოებისთვის;
  • ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შერულება;

მოთხონები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაში მოხდება საქმის ადგილზე შესწავლა);
  • სხვადასხვა ტექნიკური დეტალების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • უფასო ერთჯერადი კვებას;
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო  და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ  რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge , სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ‘’გალენური წარმოების ფარმაცევტის თანაშემწე“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე  განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. 
  თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: +995 577 545 097
  კანდიდატის პერსონალური მონაცემების  გაგზავნით კანდიდატი  ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის  პერსონალური მონაცემი  შეგროვდეს, დამუშავდეს და  შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.
„ნეოფარმი “  გისურვებთ წარმატებას.