ქსელის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ტექნეტი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ქსელური მოწყობილობების, აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება / მონიტორინგი; 
  • ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, STP, EtherChannel, PortSecurity;
  • ქსელური მარშუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება: EIGRP, OSPF, VRF, PBR, HSRP; 
  • VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps; üAAA, Tacacs, Radius, SNMP, Syslog; 
  • მონიტორინგის ხელსაწყოების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; 
  • ქსელურ ბრანდმაუერებთან სამუშაო გამოცდილება ASA, Firepwoer; 
  • IP ქსელების HLD და LLD დოკუმენტაციის შედგენა; 
  • CCNA/CCNP სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ქსელების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა; 

ძირითადი მოვალეობები:  
  • პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა; 
  • სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი  მართვა; 
  • კორპორატიული ქსელის მოწყობა/მართვა; 
  • ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის შიგნით და გარეთ პარტნიორებთან კომუნიკაცია და კონტროლი; 
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში ჩართულობა;  
  • ინცინდენტების/პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა; 
  • ქსელის პრობლემების მოგვარება, ქსელის მუშაობის ანალიზი, სიახლეების დანერგვა  ქსელის მუშაობის გასაუმჯობესებლად; 
  • ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის Firewall-ის წვდომების დაშვების  საშუალებით, შეჭრის აღმოჩენის სისტემების და უსაფრთხოების სხვა ზომების  დანერგვით; 
  • მომხმარებლების მოშორებული წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა VPN, ორი  დონის აუთენთიფიკაცია; 
  • პარტნიორ კომპანიებთან და ფილიალებთან VPN-ს აწყობა, კონფიგურაცია და მართვა; 
  • ქსელის, მომხმარებლების და მათთან დაკავშირებული აქტივობების, მოვლენების  ზედამხედველობა; 
  • ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და  აღმოფხვრა; 

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00
ანაზღაურება:  3 000 ლ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV