ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის მენჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გრადა დეველოპმენტი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
დეველოპერული კომპანია „გრადა დეველოპმენტ“-ი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის და მოცულობის მონიტორინგის  მენჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტების მუდმივი ინსპექტირება, ზედამხედველობა და მონიტორინგი; 
  • მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება; 
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მენეჯმენტის ინფორმირება. 
  • მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა) მენეჯმენტის დროული გაფრთხილება; 
  • ობიექტებზე მასალების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; 
  • ადგილზე აზომვითი სამუშაოების შესრულება წარმოდგენილი ფორმა # 2-ს მიხედვით. 
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა # 2-ის მიღება/დადასტურება. 
  • ყოველკვირეული ხარისხის კონტროლის ანგარის მომზადება. 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება (ფარული სამუშაოს აქტი,დეფექტური აქტი და ა.ს.) 
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის მოცულობების,მასალების და ფასების კონტროლი.(ცვლილების შემთხვევაში ანგარიშის მომზადება) 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით; 
  • აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;  
  • სასურველია მშენებლობის ზედამხედველობის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT); 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი; 
  • თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • სტაბილურ სამსახურს 
 
სპირობები: 
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. 
  • ოფისის მისამართია - აღმაშენებლის ხეივანი 188, ხოლო ობიექტები მდებარეობს დიდ დიღომში.  
  • ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: idikhaminjia@grada.ge