მოლარე

მცხეთა სრული განაკვეთი შუაგული
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
საღონისძიებო სივრცე ,,შუაგული“ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სრული განაკვეთი :5 სამუშაო დღე
ხელფასი:1200/1500 ლარი
ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გარემოს
  • შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადებას, ზრდას და განვითარებას

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების წარმოება, დროული აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
  • სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
  • წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული, საქმესთან დაკავშირებული დავალების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა FINA-ს ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ახლის სწავლის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: fin.shuaguli@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია „მოლარე“.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!