ელექტრო-მემონტაჟე

თბილისი სრული განაკვეთი სეკე პარკი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
შპს "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მემონტაჟის (მემონტაჟე, ელექტრობა, სუსტი დენები) პოზიციაზე:

ზოგადი მოვალეობები:
  • განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
  • განახორციელოს მოწყობილობების ხარისხიანი ინსტალაცია;
  • შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
  • მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
  • მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
  • სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები;

მთავარი მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
  • სასურველია სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ელექტრობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით;

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი) შაბათ-კვირის გარდა.
  • ანაზღაურება - მინიმუმ 1000 ლარი ხელზე ასაღები, დამატებითი სამუშაო საათები ანაზღაურდება სტანდარტულს 20% დანამატით. სახელფასო რეინჯი გამოცდილების მიხედვით 1000-2000 ლარი ხელზე ასაღები. + ბონუსები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ. N2, ობიექტების მიხედვით სხვადასხვა ადგილზე.
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: info@sekkeipark.com. გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 მაისი.