ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ურთიერთობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

სამუშაოს აღწერა:
პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:
  • პოტენციური ბიზნეს კლიენტების განსაზღვრა
  • პოტენციური ბიზნეს კლიენტების ბაზის შექმნა
  • პოტენციურ ბიზნეს კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, შეხვედრების ორგანიზება,აქტიური კომუნიკაცია
  • ბიზნეს კლიენტების მოზიდვა
  • საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა
  • ბიზნეს კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება
  • დადგენილი გეგმის შესრულება
  • არასაკრედიტო მიმართულებით ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
  • ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • მოტივირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კონსულტაციის გაწევის და კლიენტის დარწმუნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით “ბიზნეს კლიენტების მოზიდვისა და ურთიერთობის სპეციალისტი“  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31.05.2024

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com