მოლარე-ოპერატორი

გარდაბანი სრული განაკვეთი კრისტალბეთი
მივლინება: არა ხელფასი: 1250
ენები: ინგლისური, რუსული
კაზინო/აზარტული თამაშები: სლოტ ოპერატორი
კომპანია „მარსი’’, რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას  მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე სალაროში სამუშაოდ. 
ადგილმდებარეობა: გარდაბანი 
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული,  11:00 – 22:00 
ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)  

ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება; 
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება; 
  • მომხმარებლ(ებ)ისთვის სალარო მომსახურების გაწევა. 

მოთხოვნები: 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია); 
  • ინფორმაციის ელექტრონულად შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი (სასურველია); 
  • ტოტალიზატორის Live პროგრამების ცოდნა (სასურველია); 
  • ქართული ენის ცოდნა; 
  • რუსული ან/და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა  (სასურველია); 
  • სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;  
  • სწრაფად ადაპტირების უნარი; 
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 
  • ტოტალიზატორში მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია). 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2024 წლის 19 მაისისა. წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.  
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომელთა გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია. შერჩეული და მოტივირებული კანდიდატები მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან პრაქტიკული ტრეინინგების გავლის შემდეგ. 
გისურვებთ წარმატებებს! 
შპს „მარსის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ: 
ეთანხმებით, რომ შპს „მარსი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. 
ანიჭებთ შპს „მარსს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „მარსი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.