გაყიდვების ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი
ადგილდებარეობა: ბათუმი, ნაწილობრივ თბილისი

კომპანიის შესახებ:  „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში  ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
პოზიციის მიმოხილვა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს. გაყიდვების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების წარმომადგენლების გუნდის ხელმძღვანელობაზე, გაყიდვების ინიციატივების და გეგმის შესრულებაზე. იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ძლიერი ლიდერობის უნარები, ეფექტური გაყიდვების გამოცდილება და გუნდის შთაგონებისა და მოტივაციის უნარი გამორჩეული შედეგების მისაღწევად.

საპასუხისმგებლო საქმიანობა:
  • გაყიდვების სტრატეგიების განვითარება:  ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის გაყიდვების ყოვლისმომცველი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განხორციელება შემოსავლების მიზნების მისაღწევად, სასტუმროების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების გაყიდვების შესაძლებლობების მაქსიმალურად გაზრდა.
  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა: გაყიდვების გუნდის პროფესიონალების მენეჯმენტი და სწავლება, ხელმძღვანელობა, ტრენინგი და მხარდაჭერა ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
  • პოტენციური მყიდველების მოძებნა და მოზიდვა: პოტენციური მყიდველების, ინვესტორების,  სამოგზაურო სააგენტოების და კორპორატიული პარტნიორების იდენტიფიცირება და მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბება კვალიფიციური პოტენციური მყიდველებისა და გაყიდვების შესაძლებლობების გენერირებისთვის.
  • მოლაპარაკება და გარიგებების დახურვა: გაყიდვების პრეზენტაციების ჩატარება, კონტრაქტების დადება და გაყიდვების ტრანზაქციების გამარტივება დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარებისა და ინდუსტრიის გამოცდილების გამოყენებით. 
  • გაყიდვების პროცესის მენეჯმენტი: პროგრამული უყრუნველყოფის CRM გამოყენებით პოტენციური გარიგებების, შესაძლებლობების და აქტივობის ჯაჭვის მონიტორინგი და კონტროლი მათზე დროული რეაგირებისთვის და პოტენციური გაყიდვის რეალურ გარიგებად გარდაქმნისთვის.
  • მარკეტინგთან კოლაბორაცია:  მარკეტინგის გუნდთან მჭიდროდ თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიების მარკეტინგულ ინიციატივებთან გაერთიანებისთვის, თანმიმდევრული შეტყობინებების უზრუნველყოფისთვის და ბრენდინგისთვის გაყიდვების ყველა არხზე.
  • შესაბამისი ინდუსტრიის ღონისძიებებზე დასწრება: ამბასადორი ბათუმი აილენდის წარმომადგენლობა ღონისძიებებზე, გამოფენებსა და ქსელურ ღონისძიებებზე ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის, ურთიერთობების დამყარებისთვის და პოტენციური გარიგებების გენერირებისთვის.
  • იყოთ ინფორმირებული: ბაზრის ტენდენციებზე, კონკურენტების აქტივობებზე, ინდუსტრიის განვითარებასა და ცვლილებებზე გაცნობა გაყიდვების გუნდისთვის იდეებისა თუ რეკომენდაციების მიწოდებისთვის, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისთვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისათვის.
  • რეპორტინგი და ანალიზი: გაყიდვების რეპორტინგისა და შესრულების ანალიტიკის რეგულარულად მომზადება, გაყიდების მონაცემების და KPI-ს ანალიზი  განვითარების არეალის იდენტიფიცირებისთვის და გაყიდვების ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი სფეროს მიმართულებით (სასურველია);
  • გაყიდვებში წარმატების დადასტურებული გამოცდილება, გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით, სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით;
  • ძლიერი ლიდერის უნარები, რომელიც ორიენტირებულია ტრენინგზე, მონიტორინგზე და გაყიდვების გუნდის მოტივაციაზე.
  • შესანიშნავი კომუნიკაციის, მოლაპარაკების და ინტერპერსონალური უნარები.
  • მოლაპარაკებებისა და სარფიანი გარიგებების დახურვის ძლიერი უნარები შესაბამის მყიდველებთან და პარტნიორებთან;
  • გაყიდვების ეფექტური სტრატეგიების შემუშავების მიზნით მონაცემებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზის უნარი.
  • CRM პროგრამულ უზრუნველყოფასთან  და გაყიდვების პროდუქტიულობის სხვა ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გუნდურ გარემოში ერთობლივად მუშაობის გამორჩეული უნარი.
  • შედეგზე ორიენტირებული აზროვნება გაყიდვების მიზნების მიღწევასა და გადაჭარბებაზე ძლიერი მისწრაფებით.
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.

ბენეფიტები: 
  • ანაზღაურება შეთანხმებით + ბონუსი. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე და 2-3 წუთიანი ვიდეო ინტერვიუ მეილზე: m.tsintskiladze@ambassadori.com , სადაც ხაზს გაუსვამთ თქვენს კვალიფიკაციას და ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვან 

გამოცდილებას შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით: 
  • რა გამოცდილება ან უნარები გაქვთ, რაც შესაფერის კანდიდატად გაქცევთ გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე?
  • შეგიძლიათ მოგვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძელით წარსულში გაყიდვების გუნდის წარმატებით მოტივირება?
  • როგორ უდგებით გაყიდვების მიზნების დასახვას და მათ მიღწევას?
  • თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები გაყიდვების ხელმძღვანელისთვის?
  • როგორ უმკლავდებით რთულ სიტუაციებს ან კონფლიქტებს გაყიდვების დეპარტამენტში?
  • რა სტრატეგიებს იყენებთ თანამშრომლობის კულტურისა და გაყიდვების მაღალი ეფექტურობის შესაქმნელად?
  • როგორ ადევნებთ თვალყურს ინდუსტრიის ტენდენციებსა და ცვლილებებს, რათა შეძლოთ თქვენი გაყიდვების სტრატეგიების შესაბამისად ადაპტირება?
  • შეგიძლიათ აღწეროთ სიტუაცია, როდესაც იძულებული გახდით დაგენერგათ ინოვაცია ან შეგეცვალათ თქვენი მიდგომა გაყიდვებისადმი კონკრეტული დაბრკოლების დასაძლევად?
  • როგორ ანაწილებთ ამოცანებს პრიორიტეტების მიხედვით და როგორ მართავთ დროს ეფექტურად სწრაფად ცვალებად გაყიდვების სფეროში?
  • და ბოლოს, რატომ ხართ დაინტერესებული კონკრეტულად ჩვენს კომპანიაში დასაქმებით და რისი მიღწევა გსურთ ამ თანამდებობაზე?

For English : VACANCY - SALES LEAD 
მადლობას ვუხდით ყველა აპლიკანტს დაინტერესებისთვის, თუმცა დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულს კანდიდატებს.