სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენელი

თბილისი, რუსთავი, ბათუმი სრული განაკვეთი მეგალაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
მეგალაბი“ აცხადებს სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას 
“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, გაყიდვების არხების შემუშავება;
  • დაინტერესებულ მომხმარებელთან თანამშრომლობა, შესაბამისი სერვისების გაცნობა;
  • შესრულებული სამუშაოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • აუცილებელია მსგავს  სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები
  • სამუშო გრაფიკი:  თავისუფალი;
  • ანაზღაურება: გეგმაზე მიბმული საბონუსე სისტემა;
  • სამუშაო ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი,  ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:    10 მაისი,   2024 წ.   დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.