საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემი ოფისი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს შერჩევას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP, CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

თუ არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ გაქვთ სურვილი იმუშაოთ აქტიურ გუნდთან ერთად განვითარებად კომპანიაში, ეს სამსახური თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში შესასრულებელ საქმეში ჩართვა და ორიენტირება.
  • პროდუქციის მიღება - დასაწყობება;
  • პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაოს;
  • შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები
  • გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება გაიცემა საბანკო ანგარიშზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.