ლოჯისტიკური კომპანია "Nero Line" აცხადებს ვაკანსიას - ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით:
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ხელფასი : 1000 - 3000 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
- სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
- ტრანსპორტის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
- მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
- პარტნიორ კომპანიებთან დროული ანგარიშსწორების კონტროლი;
- პოტენციური მომწოდებლების და ფასების ბაზრის კვლევა, მონაცემთა ბაზის განახლება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
- პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@nerolines.com გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995568688803
გისურვებთ წარმატებას!