მძღოლ-ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი რენეკო
მივლინება: არა ხელფასი: 1750
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

 ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

 

კომპანია რენეკო  აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1750 ლარი;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშუტით;
  • სატრანსპორტო საშუალების დატვირთვისას პროდუქციის მითვლა, სწორი განთავსება, ჩატვირთვა - გადმოტვირთვის კონტროლი;
  • შეკვეთების უსაფრთხო ტრანსპორტირება და დროული მიწოდება დანიშნულების ადგილას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მოქმედი მართვის მოწმობა B, C კატეგორია;
  • აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების მართვის (მექანიკა) სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.