კომერციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რენეკო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)


კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტრონული კომერციის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
  • ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სისტემური პროცედურების შემუშავება, მათი დანერგვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • გაყიდვების ანალიზი, ზრდისთვის საჭირო ინიციატივების წარდგენა მენეჯმენტთან  და აღსრულების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული საკომუნიკაციო პოლიტიკის, ბიუჯეტის, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულების კონტროლი;
  • ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა და შეფასება, განვითარების პროექტების შემუშავება და დანერგვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის (საკომუნიკაციო ცენტრი, საწყობი, მიწოდების სამსახური,) ამოცანებისა და ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა, შესრულებული სამუშაოს შედეგების ანალიზი;
  • გაყიდვებისა და მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
  • მენეჯმენტისთვის მიღწეულ შედეგებზე, ფინანსურ მაჩვენებლებზე, პრობლემურ საკითხებზე რეგულარული ანგარიშების მომზადება.
  •  

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭებათ  მაგისტრის ხარისხის მფლობელებს;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, ელექტრონული კომერციის მიმართულებით;
  • სასურველია CRM პროგრამულ უზრუნველყოფასთან, გაყიდვების ანალიტიკის ინსტურმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.