კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Kitchen and Living by Gastronome
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ,  ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.
Kitchen and Living by Gastronome არის  წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში, როგორიცაა:  Josper , La Marzocco, Berkel, Alfa Forni, Delivita, Henkelman, Coravin, Mazzer, Spiegelau, Peugeot და ა.შ.

ვებგვერდზე: https://kitchenandliving.ge/

Kitchen and Living by Gastronome -ის გუნდში ვეძებთ  თანამშრომელს  ორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული კორპორატიული კლიენტების პორტფოლიოს მართვა
  • ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი და ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება
  • კორპორატიული შეთავაზების გაკეთება სამიზნე აუდიტორიისთვის, მოლაპარაკებების წარმოება. 
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
  • გაყიდვების გაზრდის სტრატეგიაზე მუშაობა
  • უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
  • კორპორატიული სერვისის სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი: პროდუქციის მოძიება, შეთავაზების მომზადება; დამკვეთისთვის პროდუქციის ჩაბარება. 
 
მოთხოვნები/უნარები:
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, HORECA მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სამუშაო გამოცდილება და ცოდნა ტექნიკა/ დანადგარების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • Excel-ის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  20 მაისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს! 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.