ლოგისტიკის მენეჯერი - საზღვაო-საჰაერო-ნაკრები

თბილისი სრული განაკვეთი შტურმანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)

სატრანსპორტო კომპანია „შტურმანი“ აცხადებს ვაკანსიას საზღვაო-საჰაერო-ნაკრები ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „შტურმანი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: www.shturmani.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მოედანი

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საზღვაო ხაზებთან, ავიაკომპანიებთან, არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და აგენტებთან  ურთიერთობა;
  • მიღებული პოტენციური შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
  • დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;
  • მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • ანალიზი და რეპორტინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, საზღვაო-საჰაერო-ნაკრები ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@shturmani.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!