საცალო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Welt
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, საცალო კლიენტთა მომსახურება სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო მასალები
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
Baumer-ის შვილობილი კომპანია WELT-ი აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი აუცილებელი მოთხოვნები: 
  • პოზიციის შესაბამისი უნარები/კვალიფიკაცია;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • კომუნიკაბელური და თავაზიანი,მოწესრიგებული:
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. Microsoft, Word, Excel.
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • პრაქტიკული და სწაფი აზროვნების უნარი.

 
მოვალეობები:
  • მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობა,
  • მომხმარებლისთვის გათბობა-გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის საჭირო მასალისა და აქსესუარების შერჩევა შეთავაზება.
  • პროგრამაში მუშაობა, ზედნადების გაწერა.
  • სავაჭრო ობიექტში მარაგების კონტროლი და სწორი განთავსება 
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება.
  • ინვოისების შედგენა.
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • რუსული და ინგლისური ენების (სასაუბრო) დონეზე ცოდნა.
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. (სასურველია)

გრაფიკი:   სრული განაკვეთი.   
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების მიხედვით 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.