კლიენტებთან ურთიერთობის / გაყიდვების ჯგუფის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ფარმკაპიტალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია „ფარმკაპიტალი“ - აცხადებს ვაკანსიას მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის/გაყიდვების ჯგუფის უფროსი  პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი (კვარტალური, წლიური)
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი
  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება
  • სამედიცინო წარმომადგენლებისათვის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
  • სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
  • მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის  უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება და/ან წერითი გამოცდა
  • ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია - გაყიდვების ჯგუფის უფროსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
 
CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა:  10.05.2024
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს ფარმკაპიტალისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით