მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი GLI
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე
Tourinvest Group აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვის უზრუნველყოფა;
  • სალარო ოპერაციის ზუსტი აღრიცხვა და პროგრამულ გატარება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;

ძირითადი მოთხოვნები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, დასახლება ფერია-რესტორანი ,, არგო’’
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ვაკანსიის რაოდენობა: ორი;
  • ანაზღაურება:შეთანხმებით
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  career@tourinvestgroup.com  ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 43 60 09; გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ  შესაბამისი ვაკანსიის დასახელება- მოლარე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!