DCC/დოკუმენტ ბრუნვის ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას DCC/დოკუმენტ ბრუნვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • მიმდინარე პროექტებთან, ხელშეკრულებებთან, კორესპონდენციებთან და კომპანიის სხვა მასალებთან დაკავშირებული ელექტრონული და ბეჭდური დოკუმენტების დახარისხება, დანომრვა, ორგანიზება, კატეგორიზაცია, განაწილება და შენახვა;
  • მიიღოს, გაავრცელოს და აკონტროლოს დოკუმენტაცია;
  • ეფექტური დოკუმენტაციის კონტროლის სისტემის შემუშავება და დანერგვა, რათა მოხდეს დოკუმენტების ადვილად მოძიების და გამოყენების უზრუნველყოფა;
  • სენსიტიური დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • რეგულარულად განაახლოს და შეინახოს დოკუმენტების რეესტრები და მონაცემთა ბაზები;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების დატრენინგება დოკუმენტების კონტროლის პროცედურების, დანერგილი სისტემებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
  • მოახდინოს პრიორიტეტული და გადაუდებელი შეტყობინებების და მეილების იდენტიფიცირება;
  • კორესპონდენციის კოორდინაცია, დროული რეაგირებისა და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებს და გუნდებს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში ან მომიჯნავე სფეროში;
  • სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული  ენის ცოდნა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაბელურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 -მდე;
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული. 


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge   2024 წლის 29 მაისამდესათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!