ტექნიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს - ბათუმი
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge).  ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.  ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება.
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.

მოთხოვნები:
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1 
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, 

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ავტომობილის დაზღვევას 
  • ავტომობილის იჯარა 
  • საკომუნიკაციო ხარჯებს
  • Fit pass ბარათს
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ტექნიკოსი - ბათუმი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!