,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს - ბათუმი
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
- ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება.
- ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.
- პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.
მოთხოვნები:
- პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა,
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ავტომობილის დაზღვევას
- ავტომობილის იჯარა
- საკომუნიკაციო ხარჯებს
- Fit pass ბარათს
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი - ბათუმი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!