ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი IMEX Cargo Logistics
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, თურქული, აზერბაიჯანული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი

"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.


კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.


სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.

ანაზღაურება:  ფიქსირებული + ბონუსი (1000)

სამუშაო დრო: სრული ( ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 )


ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
  • ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი ;
  • სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
  • სახმელეთო, გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადების კონტროლი;
  • ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე;
  • საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
  • საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
  • საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის.
  • ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად.
  • გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა.
  • განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის
  • საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების იმპორტისას.
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
  • აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
  • რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office);


უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი


ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!