"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1000)
სამუშაო დრო: სრული ( ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 )
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო გაყიდვების (იმპორტის და ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
- ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი ;
- სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
- სახმელეთო, გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადების კონტროლი;
- ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე;
- საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
- საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
- საჭიროების მიხედვით სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის სერვისის გაწევა ქვეყნის ფარგლებს გარედან ან სხვა ქვეყანაში ნივთის/ნიმუშის ტრანსპორტირების მიზნებისთვის.
- ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად.
- გადაზიდვის ფარგლებში, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა.
- განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტის მომზადება შემდგომი ანგარიშსწორებისათვის
- საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია, დასააქციზებელი/დასასტიკერებელი ტვირთების იმპორტისას.
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
- აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
- რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office);
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@imexcargo.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!