სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
- სარეკლამო და კვლევით ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
- მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- მომხმარებლის მოსაზიდად ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიების განსაზღვრა და დაგეგმვა;
- არსებული ბაზრის კვლევა/ანალიზი;
- გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- კრეატიული აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
- ანაზღაურება: 2000 ლარი NET + ყოველთვიური ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.