შპს „ვივო მედიქალ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის /კურიერის პოზიციაზე
მისამართი: დიღომი, ჩაჩავას 1;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1000 -1200 ლარამდე
კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს: მსუბუქი სატვირთო ავტომობილი - ფორდ ტრანზიტი
ფუნქცია-მოვალებოები:
- სამედიცინო მასალების ტრანსპორტირება;
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vacancy@vivomedical.ge სათაურის (“subject”) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მძღოლი/კურიერი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598 44 75 27.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.