HR ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი გვირილა რითეილი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის   პოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა გათავისუფლების, შვებულებების, ბიულეტინების და სხვა ტიპის გაცდენების პროგრამული ასახვა და დაარქივება;
  • კომპანიაში დანერგილი HR სოფტის მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება/მოწესრიგება;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში;
  • თანამშრომელთა სამსახურებრივი ცნობების გამზადება-გაცემა;
  • ხელფასის გადარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (აღნიშნულ პოზიციაზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პრეზენტაბელურობა;


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, სათავო ოფისი
  • ანაზღაურება შეთანხმებით


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.