ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირი/ბიდერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.  
 
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას  ამერიკის ავტოაუქციონებზე შემსყიდველი პირის (ბიდერი) პოზიციაზე თბილისში. 
 
სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება: 
  • ანაზღაურება: 1500 ლარი  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი 
  • განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00 – 02:00 საათამდე 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • ავტო აუქციონზე მონაწილეობის მიღება; 
  • გაყიდვების მენეჯერთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია აუქციონზე მონაწილეობის დეტალების დასაზუსტებლად; 
  • ავტომობილის საბუთების ვარგისიანობის გადამოწმება; 
  • საინფორმაციო დოკუმენტაციის გენერირება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); 
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია. 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); 
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
 
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.  
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com.  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე. 
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. 
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. 
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.