უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Bina Hub
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 5000
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, უძრავი ქონება იურიდიული: უძრავი ქონება
კომპანია BinaHub - ბინაჰაბი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
“ბინაჰაბი” ბაზარზე ინოვაციური, ტექნოლოგიური უძრავი ქონების სააგენტოა, რომლის მიზანია დანერგოს და მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების ინოვაციური კლიენტზე-ორიენტირებული მიდგომები, საკუთარი ონლაინ-პლატფორმის (www.binahub.ge) გამოყენებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ონლაინ-პლატფორმის, ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით;
  • ბინის მეპატრონეებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;
  • სხვადასხვა საიტებზე და სოც. მედიაში გასაყიდი ბინების განთავსება;
  • ბინის დათვალიერების მიზნით შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება;
  • ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამოცდილება აუცილებელია (უძრავი ქონების ან სხვა სფეროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე)
  • აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური აგრეთვე წერილობითი;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ინფორმაციის ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანდასახულობა;
  • ორგანიზებულობა;

ანაზღაურება: % წარმატებული გარიგებიდან (1000-5000+ ლარი)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (11:00-დან 19:00-მდე)
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ჟ. შარტავა
დამატებითი დეტალები: https://www.binahub.ge/vacancies


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV