ანაზღაურებადი სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR ასისტენტი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

რატომ დასაქმება „ბაუში“?
  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

სტაჟირების ფარგლებში შესასწავლი და შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
  • აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება (როგორც გეგმური ისე არაგეგმური);
  • მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პერსონალის სამუშაო აღწერილობების პერიოდული გადახედვა და ახალი კადრების
  • სამუშაო აღწერილობის განახლება;
  • პერსონალის პირადი საქმეების წარმოება და პერიოდული მონიტორინგი;
  • ახალ პერსონალთან ხელშეკრულების გაფორმება და პერსონალის შრომითი
  • ხელშეკრულებების განახლების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების
  • შესრულება;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომელიც სამსახურის საქმიანობის მიზნიდან
  • გამომდინარე, ექცევა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაში.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
  • უმაღლესი განათლება: ბაკალავრი
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე (გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 650 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2024 წლის 15 მაისი.