AML სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Hash Bank
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: AML/CFT სპეციალისტი
Hash   Bank   არის   ციფრული   ბანკი,   სიახლე   ქართულ   ბაზარზე.   Ჩვენი   მიზანია   შევქმნათ თანამედროვე,  მომხმარებელზე  ორიენტირებული,  რევოლუციური  პროდუქტი  და  შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს  გუნდში  ვეძებთ  გამოცდილ,  მოტივირებულ,  მაღალი  სამუშაო  ეთიკის  მქონე  ადამიანებს კორპორატიული     კულტურის     ძლიერი     შეგრძნებით,     რომლებიც     მზად     არიან     ახალი გამოწვევებისთვის.

Hash   Bank აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: AML სპეციალისტი

ძირითადი ფუნქციები:
  • ტრანზაქციების/კლიენტების მონიტორინგის პროცესის მართვა და აღნიშნული მიზნით ბანკის მასშტაბით შესრულებული გარიგებების/ოპერაციების კონტროლი/მონიტორინგი;
  • წინასწარ      განსაზღვრულ      კლიენტთა      კატეგორიებისათვის      ანგარიშის      გახსნის ავტორიზება   ან/და   წინასწარ   განსაზღვრული   ტიპის   ტრანზაქციების/მომსახურების შესრულების ავტორიზება;
  • კლიენტის   შავ   სიებში   გადამოწმების   პროცესის   მართვა,   ინფორმაციის   მიღება   და მიღებული ინფორმაციის შეფასება;
  • ბანკის სტრუქტურული ერთეულებისგან უჩვეულო და საეჭვო გარიგებების (ოპერაციების)
  • შესახებ ინფორმაციის მიღება/ანალიზი;
  • გარიგების  (ოპერაციის)  შეჩერების  თაობაზე,  დროებითი  სახის  მითითებების  გაცემა კლიენტის  ოპერაციის  შესახებ  დამატებითი  ინფორმაციის  მიღებამდე/დაზუსტებამდე, არსებული  ინფორმაციის  გადამოწმებამდე  ან/და  კლიენტის  მომსახურების  თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
  • მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ბანკის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციის და შესწავლის პროცესში მათ მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასებისას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან მიღებული ინფორმაციის  (მათ  შორის,  კლიენტების  საიდენტიფიკაციო  მონაცემების,  გარიგებების (ოპერაციების)        შესახებ)        გაანალიზება        და        პრევენციული        ღონისძიებების გატარების/იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულობა;
  • თანამშრომელთა     სწავლება/ტრენინგი,     ტესტირება,     კონსულტაცია     და     მათთვის შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო მასალების მიწოდება;
  • ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის პოლიტიკით დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • მონიტორინგს      დაქვემდებარებული      გარიგებების/ოპერაციების      გამოვლენა      და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება;
 
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ
  • მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების დროს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
  • გარიგებების (ოპერაციების), მათი მონაწილე პირებისა და გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კანონით გათვალისწინებული ფორმითა და ვადით შენახვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება:უმაღლესი   განათლება   იურიდიული,   ეკონომიკის,   ბიზნესის   ადმინისტრირების,   ან მონათესავე მიმართულებით.
  • გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • აუცილებელია - კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • კრიტიკულ  სიტუაციაში  სწრაფი  რეაგირებისა  და  გადაწყვეტილების  დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესების   შემთხვევაში,   გთხოვთ,   გამოაგზავნოთ   CV/რეზიუმე   მოცემულ   მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ,   რომ   სს   „ჰეშ   ბანკი“   ახორციელებს   კანდიდატის   პერსონალური   მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა  დაცვის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მოთხოვნათა  შესაბამისად.  ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს „ჰეშ ბანკისთვის“ წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს „ჰეშ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.